განხორციელებული სამი წარმატებული ტრანსფერის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" გაჩერებას არ გეგმავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს კიერან ტრიპიერი სურს.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo - ის მიერ გავრცელებული ცნობით, გლეიზერების კლუბის მომდევნო და მთავრი პრიორიტეტული ტრანსფერი სწორედ ინგლისელი უკანახაზელის იქნება.
ესპანური მხარე მოლოდინშია იმისა თუ რა სახის წინადადებას შესთავაზებენ ქალაქ "მანჩესტერიდან". სპორტული პრესა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კიერანს სამშობლოში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს.
სიმონეს გუნდს ფეხბურთელის ამ ზაფხულს გაშვება არ სურს, თუმცა მათ ტრიპიერს სატრანსფერო ფასიც დაადეს, 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი - ეს ის თანხაა რომლის გადახდასაც "იუნაიტედი" ამ ეტაპზე არ ჩქარობს.