"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაცხადა, რომ ფაკუნდო პელისტრი დაბრუნდა "დეპორტივო ალავესში" და ესპანურ კლუბში იჯარით ითამაშებს 2021-2022 წლების სეზონში.
19 წლის გარემარბმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ალავეში" გაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა 12 თამაშში, რომელიც მან დაშავებამდე ითამაშა. სეზონის პირველ ნახევარში პელისტრიმ 8 მატჩი ჩაატარა აკადემიის გუნდში, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 1 პასი.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ყველა უსურვებს ფაკუნდოს ყოველივე საუკეთესოს და თვალყურს ადევნებს მის პროგრესს ", - ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.