ESPN - ის თანახმად პოლ პოგბა საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ასეთ შემთხვევაში მან ხელფასი არუნდა აიღოს.
საქმე ისაა, რომ "პესეჟეს" სახელფასო ჭერი არ იძლევა ამის საშუალებას და თუ ფეხბურთელები არ გაყიდა და ეს პირველრიგში კილიან მბაპეს ეხება, პოგბას გაფორმებას ისინი ვერ მოახერხებენ. გარდა ამისა "პესეჟემ" უნდა გაუშას პარედესი - იკარდიც, რომელებიც დიდია ალბათობა, რომ სერია A - ში დაბრუნდნენ.
სახელფასო ჭერმა თავის მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რომ მათ დაიმატეს სერხიო რამოსი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, ჯანლუიჯი დონარუმა და აშრაფ ჰაკიმი, რომლებსაც კოლოსალური ხელფასები დაუნიშნეს.
პოლ პოგბას ტრანსფერი ფაქტიურად მიბმულია კილიან მბაპეს "რეალში" გადასვლაზე.