ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ იბრძვის პრემიერ ლიგის ვარსკვლავის, ჰარი კეინის შესაძენად. 28 წლის ინგლისელმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა დაბადების დღე, არ გამოცხადდა "ტოტენჰემის ვარჯიშზე" ორშაბათს.
რომანომ დაადასტურა თავისი YouTube არხის საშუალებით, რომ კეინის არ გამოჩნდა იყო პირადი გადაწყვეტილება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს COVID - 19 ტესტებთან.
ამ გზით ინგლისელი ფორვარდი ითხოვს "მანჩესტერ სიტიში" გაშვებას, რომელთანაც პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებული აქვს. მას სურს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და აღარ აპირებს "დეზებში" დარჩენას.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რიო ფერდინანდმა: "თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პოლ პოგბა არ გამოცხადდეს ვარჯიშზე, რა დღეში იქნებიან ინგლისელი ჟურნალისტები, მას პოლიციის და ვერთფრენის საშუალებით დაუწყებენ ძებნას. მე არ ვამბობ, რომ ჰარი არასწორად იქცევა, მას უბრალოდ ტიტულები სურს, ის ხომ არ ახალგაზრდავდება"?
თითქმის დადასტურებულია, რომ გვარდიოლამ "ასტონ ვილადან" დაიმატა ჯეკ გრილიში 117 მილიონ ევროდ და რთულად წარმოსადგენია მეორე 160 მილიონიანი ტრანსფერი განახორციელოს. როგორც ჩანს "მანჩესტერ იუნაიტედი" მართლაც არ არის დაინტერსებული ჰარი კეინის ყიდვით და შესაბამისად არც აქტიურობს.