ნორვეგიელი მენეჯერის შემადგენლობის ინგლისელ წევრს ბრენდან უილიამსს პრემიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა. ფეხბურთელის გადაბირებით "ნორვიჩი" ინტერესდება.
ზემოხსენებულ კლუბს ბრენდანის ხელშეკრულების შესყიდვა დროებით არენდის წესით სურს. ინფორმაცია ცნობილმა გამოცემამ The Mirror - მა გაავრცელა.
"საუთჰემპტონის" სურვილებიც იგივენაირად გამოიყურებოდა, მათაც სურდათ უიილიამსის ტრანსფერი თუმცა არენდის წესით თუმცა "ოლდ ტრაფორდელების" მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რომელიც ითვალისწინებდა დამატებით 2 - მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას.
როგორც ირკვევა ოლე გუნარ სოლსკიაერის მიზანიც სწორედ ეს არს, რომ კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეები განათხოვრებულ იქნენ პრემიერ ლიგის კლუბებში რათა ფეხბურთელებმა გამოცდილება მიიღონ და უკან უფრო ძლიერები დაბრუნდნენ.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.