ინგლისური გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში მიაჩნიათ, რომ დაცდის შემთხვევაში მომავალ წელს ისეთი მეგა ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ როგორიცაა დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი ტალანტის ერლინგ ჰაალანდის გაფორმება.
მთავარი წინაღობა ამ ტრანსფერში ოლე გუნარ სოლსკიაეერის გუნდისთვის არის ლონდონის "ჩელსი" რომელიც არანაირ დაცდას არ აპირებს და ერლინგის დამატებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ცდილობს 150 - მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ.
გამომდინარე იქიდან, რომ "წითელმა ეშმაკებმა" გერმანიიდან ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი განახორციელეს, კლუბმა ასევე დაიმატა რაფაელ ვარანი და ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება ოლე გუნარ სოლსკიაერსაც გაუფორმა, ეს ნიშნავს პროექტის დასაწყისს.
სოლსკიაერის ფაქტორი არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა თუ რატომ ფიქრობენ "მანკუნიანელები" ჰაალანდის ტრანსფერის რეალურობას მომავალი წლისათვის, შეგახსენებთ რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი ჰაალანდს აქამდე უკვე წვრთნიდა მაშინ როდესაც ისინი "მიოლდეში" ირიცხებოდნენ. ინფორმაცია Daily Star - მა გაავრცელა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.