ანდრეას პერეირას მიჩნია, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერი შეძლებს იპოვოს ფეხბურთელში მაქსიმალური შესაძლებლობები და გამოიყენოს ის თუ მოედანზე იპოვის მისთვის იდეალურ როლს და პოზიციას და რა თქმა უნდა მისცემს მეტ სათამაშო დროს.
ბრაზილიელმა გასული სეზონი, იჯარის წესით რომის "ლაციოში" გაატარა, მიმდინარე წინასასეზონო მზადების მატჩებში ფეხბურთელი რეგულარულად ძირითად შემადგენლობაშია, "იუნაიტედის" რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ შვებულებაშია.
შუა კვირაში "ბრენტფორდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პერეირამ თავისი ტექნიკური უნარების დემონსტრირება შეძლო და უმშვენიერესი გოლიც გაიტანა. მოსალოდნელია, რომ ნახევარმცველი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.
ანდრეასმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის იყო გუნდური მოთამაშე, ფეხბურთელი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ ნორვეგიელი მენეჯერი უფრო მეტ თავისუფალ როლს მისცემს შეტევაში მისი საშემსრულებლო უნარები უფრო გაძლიერდება.
"მე ყოველთვის გუნდისათვის ვმუშაობდი, ოლეს ხელმძღვანელობის ქვეშ მოედნის თითოეულ მონაკვეთში ვთამაშობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი, ის ძალიან კარგად მიცნობს და იცის თუ სად შემიძლია მეტი სარგებლის მოტანა, მისი გადასაწყვეტია მომცემს თუ არა მეტ თავისუფლებას ჩემს პოზიციაზე.
"დარწმუნებული ვარ, თუ უფრო მეტს ვითამაშებ და უფრო ხშირად ვითამაშებ სასტარტო შემადგენლობაში, მე შემიძლია ვაჩვენო, რომ გოლების გატანის და საგოლე გადაცემების გაკეთების უნარი მაქვს. ჩემს პოზიციაზე მყოფ მოთამაშეს სჭირდება თავდაჯერებულობა და თავისუფლება, რომ გაბედულად ითამაშოს". - განაცხადა დასასრულს პერეირამ.