რიო ფერდინანდი შეიძლება დაისაჯოს თავისი საქციელის გამო, კონკრეტულად კი მატჩის ბოლოს მივიდა თურქ "მსაჯთან" და ტაში დაუკრა, წერს The Guardian. ფერდინანდის რისხვა ლუიშ ნანის გაგდებამ გამოიწვია, რის შემდეგადაც "რეალმა" დიდი უპირატესობა მოიპოვა.
უეფა დაელოდება ჩაქირისა და მისი დამხმარეების მოხსენებას ამ ფაქტზე, რის შემდეგადაც გადაწყდება დასჯიან თუ არა რიოს. არბიტრებს ამ დოკუმენტის წარსადგენათ 48 საათი აქვთ.