ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ეხლა იწყება. სპეციალისტმა გუნდში 3 - ტრანსფერი უკვე დააფიქსირა, ჯერი მეოთხეზეა.
"ატლეტიკო" მადრიდის მარჯვენა მცველი კიერან ტრიპიერი ნორვეგიელი მენეჯერის რადარზე აქტიურად იმყოფება. აღსანიშნავია თავად ფეხბურთელის დიდი სურვილი სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
დღებანდელ სტატიაში აღნიშნულია ის ენთუზიაზმი რომელსაც ტრიპიერს ამოძრავებს და რომელი ენთუზიაზმიც შესაძლოა "იუნაიტდს" და ესპანურ გუნდს ტრანსფერისთვის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში დაეხმარება.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ "წითელ ეშმაკებს" კიერანის კონტრაქტისთვის საყიდელი ფული უბრალოდ აღარ აქვთ. ან ყოველ შემთხვევაში იმ ოდენობის რასაც თავად ითხოვენ.
მათ ფეხბურთელის გასხვისება არ სურთ, მაგრამ მარჯვენა მცველის დიდი სურვილი დაბრუნდეს ინგლისში, შესაძლოა აღნიშნულ ტრანსფერს დაეხმაროს.