ფრანგი ნახევარმცველი წინააღმდეგი არ არის კლუბში დარჩენის და ხელშეკრულების გაფორმების, რადგან მას უყვარს "წითელი ეშმაკები". პოლი აცნობიერებს, რომ თუ დარჩება ეს იქნება მისთვის ბოლო სარფიანი და გრძელვადიანი ხელშეკრულება და ჭირდება დაფიქრება, რისთვისაც კლუბს ცოტა დრო თხოვა, წერს Sky Sports-ი
პოლმა ისიც იცის, რომ თუ ახლა არ მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს, მეტი შანსი აღარ ექნება და მოუწევს სხვა კლუბში წასვლა. სულ ცოტაც და გავიგებთ პოგბას გადაწყვეტილების შესახებ.
თუ თავად ფეხბურთელს უნდა დარჩენა და არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მაშინ რა უშლის ხელს? ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი მისი აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც მთელი წელია ინტრიგებით არის დაკავებული. ჯერ იყო და განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს პოლის ბოლო სეზონია "მანჩესტერ იუნაიტედში" შემდეგ კლუბს მოუწოდა მისი გაყიდვისკენ. სულ ახალხანს ფრანგულ "პესეჟესთან" გამართა მოლაპარაკებები და ბოლოს "ლივერპულსაც" კი შესთავზა ფრანგის ყიდვა.
პოლი ძალიან კმაყოფილია იმ სატრანსფერო პოლიტიკით, რასაც სოლსკიაერი ატარებს. ის აღფრთოვანებულია სანჩოს და პირველრიგში ვარანის მოსვლით, წერენ ბრიტანულ პრესაში. მას სურს, რომ იყოს ნაწილი იმ პროექტის, რასაც ნორვეგიელი ახორციელებს და არაფერი არ აქვს საწინააღმდეგო.
"პარი სენ-ჟერმენი" ზუსტად იგივე პირობებს თავზობს, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლა პოლმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სად სურს ყოფნა.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.