ესპანური "ატლეტიკოს" ნახევარმცველი საულ ნიგესი გულშემატკივარმა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში იხილოს. ფეხბურთელის მიმართ აქტიურ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და იურგენ კლოპის "ლივერპული" გამოხატავენ.
ხვალ, 1 - აგვისტოს მადრიდული კლუბის ნახევარმცველის წარმომადგენლები ინგლისში აღნიშნულ კლუბებთან შესახვედრად გაემართებიან. ტრანსფერი შესაძლოა მალევე განხორციელდეს.
სიმეონეს გუნდში ყოფნის ვადები საულს 2026 - წლამდე აქვს ხელშეკრულებით გათვალსწინებული. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
საკუთარი აქტივი ნიგესმა 2- გოლით და 1 - საგოლე გადაცემით შეავსო. - ინფორმაცია ცნობილმა გამოცემამ Mirror - მა გაავრცელა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.