თბილისი:
მანჩესტერი:
31-07-2021, 12:57
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1145,
კომენტარები: 4
მე არასდროს დამიყენებია კლუბზე წინ საკუთარი ინტერესი
იქ ვიქნები სადაც გუნდს დავჭირდები.
მე არასდროს დამიყენებია კლუბზე წინ საკუთარი ინტერესი
მარკუს რაშფორდმა სცადა აეხსნა, თუ რატომ მიიღო მან გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინა ოპერაცია თავის დაზიანებულ მხარზე და ახლა გამოტოვებს კლუბის სეზონის დაახლოებით სამ თვეს.

ბევრმა გულშემატკივარმა დაადანაშაულა მარკუსი ევროპის ჩემპიონატზე წასვლაში, რომელშიც ის ძლივს გამოვიდა მოედანზე, შემდეგ კი წავიდა შვებულებაში, იმის ნაცვლად, რომ ოპერაცია ჩაეტარებინა სეზონის დასრულების შემდეგ და სექტემბრისთვის დაბრუნებულიყო. რაშფორდმა გაუზიარა თავისი აზრი და ახნა ეს სიტუაცია.

"როდესაც 11 წლის ვიყავი, "მანჩესტერ იუნაიტედი" დამეხმარა მე და ჩემი ოჯახი მართლაც რთული მდგომარეობიდან გამოვსულიყავით”, - წერს მარკუსი ინსტაგრამზე. - "მე ყოველთვის ვალში ვიქნები ამ კლუბის წინაშე. ნებისმიერ დროს, როცა "იუნაიტედს" დავჭირდები, მე იქ ვიქნები. რაც ჩემი ბავშვობის კლუბს დაჭირდება, მე იმას გავაკეთებ, თუნდაც ჩემი ინტერესების საზიანოდ."

"კლუბი დამეხმარა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი, გამოვჯანმრთელდი ორმაგი სტრესული მოტეხილობისგან და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ შემეძლო კომუნიკაცია ჩემს თანაგუნდელებთან და კლუბის თანამშრომლებთან, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ. რამდენადაც მახსოვს მე მჭირდებოდა იმის შეგრძნება, რომ მე ჯერ კიდევ კლუბის ნაწილი ვიყავი, რომ მის ცხოვრებაში რაღაც როლს ვთამაშობ და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომცა ეს განცდა."

"მე წავიკითხე, რომ ზოგი მე მეძახის ეგოისტს, რადგან სეზონის ბოლოს ოპერაცია არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ თავი კლუბის ინტერესებზე მაღლა დავაყენე. 23 წლის ასაკში, რაღაცეები უნდა ვისწავლო რთული გზით. იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც შეიძლება დიდხანს შემიძლია თამაში, მე უნდა მოვუსმინო ჩემს სხეულს. ყველას აქვს საკუთარი აზრი ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ არავინ იცის ჩემი სხეული ჩემზე უკეთ".

"რაც შეეხება ეროვნულ გუნდში ჩემს მოგზაურობას, ჩემთვის ძნელია აღვწერო ის გრძნობები, რაც მე მაქვს ჩემი ქვეყნის წარმოდგენისას. არცერთი ფეხბურთელი არ იტყოდა უარს ამხელა ტურნირში მონაწილეობაზე. ადრეული ბავშვობიდან ოცნებობ ასეთ მომენტებზე. მთელი სეზონი ითვლებოდა, რომ მე შემეძლო თამაში, ჩემი ტრავმების გაკონტროლება, მაშ რატომ არ გავაგრძელე სეზონი კიდევ რამდენიმე კვირით? გავუმკლავდი ტკივილს, კარგად ვვარჯიშობდი და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ. წავიდოდი ისევ იქ, რომ ვიცოდე რომ პრაქტიკულად არ ვითამაშებდი? ისე, ჩვენ ყველანი წინდაუხედავები ვართ".

"როდესაც მოედანზე გამოვდივარ, მე ყოველთვის ვდებ ჩემს საუკეთესოს 100%-ით, მაგრამ აქ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემი საუკეთესოს ჩვენება. სეზონიდან 36 გოლით გამოვედი, მაგრამ რაც მთავარია, მისგან გაკვეთილი ვისწავლე. ჩვენ ყველა ვსწავლობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ერთადერთი, რაშიც არავინ უნდა დაეჭვდეს, არის ჩემი ვალდებულება კლუბისა და ეროვნული ნაკრების მიმართ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ფიზიკურად და გონებრივად კიდევ უფრო ძლიერად დავბრუნდები. გმადლობთ ყველას კეთილი სიტყვებისთვის!".
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
31 ივლისი 2021 13:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბლა ბლა ბლა
0
№2
ავტორი: ikeoni
31 ივლისი 2021 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11439
მალე გამოჯანმრთელება რეშ ❤️
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
31 ივლისი 2021 23:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მალე გაივლის რეაბილიტაციას
0
№4
ავტორი: makaveli
1 აგვისტო 2021 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რა 36 გოლიო ძმამ ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top