"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა სოლ კემპბელმა talkSPORT - ის პირდაპირ ეთერში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი მენეჯერის ოლე გუნარ სოლსკიაერის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"ოლე გუნარი გუნდში მოვიდა და გემის მართვის სადავეები ხელში აიღო. ეს იყო ის რაც იმ მომენტისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
მათ ესაჭიროებოდათ ვინმე ვინც ამ სადავეებს ხელში აიღებდა და მდგომარეობას გამოასწორებდა. კლუბის გულშემატკივრებს უნდა დაენახათ ის დეენემი და სული რაც რეალურად აქვს ამ გუნდს.
ბევრი ადამიანი ვისაც "იუნაიტედში" ვიცნობ ოლე გუნარ სოლსკიაერის მუშაობით კმაყოფილებას გამოხატავს." - განაცხადა დასასრულს სოლ კემპბელმა
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.