დღეს რაფა ვარანი "რეალის" სამწვრთნელო ბაზაზე მივიდა და ამჯერად არა სავარჯიშოდ არამედ გამოსამშვიდობებლად.
28 წლის ფრანგმა ზუსტად 10 წელი დაჰყო სამეფო კლუბში და მოიგო ყველფერი რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შესაძლებელი იყო.
გამომშვიდობება საკმაოდ ემოციური გამოდგა, პრეზიდენტმა პერესმა ვარანს პირადად გადაუხადა მადლობა კლუბში გატარებული წლებისთვის და იმ თავდადებისთვის, რასაც ის ყოველ თამაშზე აჩვენებდა. ასევე ძალიან თბილად დაემშვიდობა მწვრთნელი კარლო ანჩელოტი. რაფა ვარანი ფეხბურთელებმა ბაზიდან ტაშით გამოაცილეს.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.