თურქული "ფენერბაჰჩე" მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ანდრეას პერეირას შესახებ ინგლისელებთან მოლაპარაკებები გამართოს.
დღეს გაჟღერებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მათ უკვე დაამყარეს კავშირი ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის ხელმძღვანელობასთან. ინფორმაცია TNT Sports - მა გაავრცელა.
პერეირა გასულ სეზონში იჯარის წესით იტალიურ "ლაციოში" ირიცხებოდა, რის შემდეგაც რომაელებს მისი კონტრაქტის სრულად შესყიდვა სურდათ თუმცა "წიტელი ეშმაკებისგან" უარი მიიღეს.
დიდი ალბათობით "მანკუნიანელების" შემადგენლობიდან კლუბს რამოდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, იქნება თუ არა ეს ბრაზილიელი ანდრეას პერეირა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გახდება ცნობილი.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.