"იუნაიტედში" ტრანსფერის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ამჟამად უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვარანმა ესპანურ გრანდს გამოსამშვიდობებელი მესიჯით მიმართა.
”ბოლო რამდენიმე დღე იყო სავსე ბევრი ემოციით, გრძნობებით, რიომელიც ახლა მინდა გაგიზიაროთ. მადრიდის "რეალში" 10 წარმოუდგენელი და მშვენიერი წლის შემდეგ, დადგა დამშვიდობების დღე, "რეალი " ყოველთვის ჩემს გულში იქნება.
2011 წელს, მას შემდეგ როდესაც მე ამ კლუბში პირველად მოვედი, ჩვენ გადავლახეთ ყველა მოლოდინი და მივაღწიეთ იმას რაზეც უბრალოდ ვერც ვიოცნებებდი.
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ყველას ვისაც კი უმუშავია და მუშაობს ამ გუნდში, მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთეს.
მადლობას ვუხდი მადრიდის "რეალის" ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის მაძლევდნენ სიყვარულს და თავიანთი მაღალი მოთხოვნებით მაიძულებდნენ, რომ მე შემეძლებინა მაქსიმუმის გაკეთება და ბრძოლა ყველა წარმატებისთვის.
მე მქონდა პრივილეგია გამეზიარებინა გასახდელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან. არასოდეს დამავიწყდება უთვალავი გამარჯვება. მე მესმის, რომ ჩემთვის დიდი პატივია განიცადო ეს განსაკუთრებული მომენტები.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ესპანელს და განსაკუთრებით მადრიდს, სადაც ჩემი ორი შვილი დაიბადა. ეს ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.
ეს იყო საოცარი მოგზაურობა ყველა გაგებით. მივდივარ იმ შეგრძნებით, რომ ყველაფერი მივეცი ამ დროს. ამ ისტორიაში არაფერს შევცვლიდი. იწყება ახალი ეტაპი". - წერს საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ვარანი.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.