ჯეიდონ სანჩოსა და რაფაელ ვარანის ტრანსფერების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" გაჩერებას არ აპირებს. ოლე გუნარის გუნდი კიდევ ერთი პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციიტ სამწვრთნელო შტაბი ბოლომდე კმაყოფილი აარონ ვან ბისაკას თამაშით არ გახლავთ, საქმე ეხება გასულ სეზონს.
კლუბში მიიჩნევენ რომ მარცხენა მცველის პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება მადრიდის "ატლეტიკოს" ინგლისელი ფეხბურთელის კიერან ტრიპიერის ტრანსფერით.
თავად ფეხბურთელმა ინგლისში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, ამისათვის კი ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მარცხენა მცველს ქალაქი "მანჩესტერი" აქვს.
"იუნაიტედის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ მადრიდული კლუბის პრეზიდენტს. ესპანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. ინფორმაცია The Telegraph - მა გაავრცელა.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.