"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც გამოაცხადა, რომ "პრესტონთან" ამხანაგური მატჩი გაუქმდა, რადგან პირველი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს დაუდგინდა COVID -19.
"უსაფრთხოება COVID - 19 პანდემიის ფონზე არის პრიორიტეტი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის",-ნათქვამია განცხადებაში. - "დღეს (ხუთშაბათი) პირველი გუნდის ტესტირების შემდეგ, ჩვენ გამოვავლინეთ სავარაუდო დადებითი შედეგების მცირე რაოდენობა. ამან განაპირობა ის, რომ ყველა ეს ადამიანი იზოლირებულია და ახლა ისინი ელოდება ხელახალ ტესტებს."
"როგორც პრევენციული ღონისძიება, რომელიც დაფუძნებულია COVID - 19 პროტოკოლებზე, ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, რომ ამ შაბათს (31 ივლისს) ვერ შევძლებდით ამხანაგურ მატჩს "პრესტონ ნორდ ენდის" წინააღმდეგ. ჩვენ ვწუხვართ "პრესტონის" გეგმების ჩავარდნაზე და რომ ჩვენი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დარჩება. ყველას, ვინც შეიძინა მატჩის ბილეთები, მიიღებს ავტომატურ ანაზღაურებას."
"ამ ეტაპზე აღარ ველოდებით მსგავს სიტუაციას მომავალ მატჩებში, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ პრემიერ ლიგის პროტოკოლის დაცვას."