რამდენიმე ფრანგული გამოცემა წერდა და წერს, რომ პოგბას და "პესეჟეს" შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ფრანგი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.
RMC Sport - ის თანახმად პარიზელები 50 მილიონს იხდიან და როგორც გამოცემა აღნიშნავს თავად ფეხბურთელსაც სურს სამშობლოში დაბრუნება. თავის მხრივ იმედს არ კარგავს სოლსკიაერი და ჯერა, რომ პოგა დარჩება და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. წინააღმდეგ შემთვევაში დიდი საშიშროებაა იმის, რომ 28 წლის ვარსკვლავი უფასოდ დაკარგონ.
პარალელურად კი პოგბას ყიდვა მინო რაიოლამ "ლივერპულს" შეთავაზა და ინფორმაციაც უამრავ გვერდზე დაიწერა. ასევე ინფორმაცია ტვიტერზე დაადასტურა ჟურნალისტმა ვიდიტ დჰავანმა.
"მერსისაიდელებმა" პასუხი მალევე დააბრუნეს და უთხრეს, რომ ამ ზაფხულს მისი ყიდვა შეუძლებელია, სავარაუდოდ ფინანსების არქონის გამო, თუმცა მზადყოფნა გამოთქვეს იანვარში მოლაპარაკების დასაწყებად, როცა პოლს უკვე 6 თვე ექნება დარჩენილი "იუნაიტედთან" და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი იქნება პოგბას უფასოდ გადაბირება.