"აბერდინის" საფეხბურთო კლუბმა გამოაცხადა, რომ ისინი ააგებენ ძეგლს სერ ალექს ფერგიუსონის საპატივცემულოდ მისი განსაკუთრებული წვლილისთვის კლუბის განვითარებაში.
ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც განთავსდება რიჩარდ დონალდის "პიტოდრის" სტადიონზე, იქნება პირველი სერიიდან, რომელიც ეძღვნება კლუბის გმირებს.
მოქანდაკე ენდი ედვარდსი შექმნის სკულპტურას, რომელიც დაფუძნებულია ფერგიუსონის ცნობილ ფოტოზე, რომელიც აღნიშნავს აბერდინის 1980 წლის შოტლანდიის ჩემპიონატის გამარჯვებას. პირველად 15 წლის განმავლობაში, ჩემპიონი არ გახდა "სელტიკი" ან "რეინჯერსი".
"სერ ალექსის წვლილი კლუბის განვითარებაში არის უზარმაზარი, ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ მის აღნიშვნას ამ გზით," - თქვა "აბერდინის" თავმჯდომარემ დეივ კორმაკმა. "მისი ჩამოსვლა პიტოდრიში კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდის დასაწყისია და მტკიცედ გაამაგრა მისი სახელი ევროპის საფეხბურთო რუკაზე."
”ჩვენ ვფიქრობდით ქანდაკებების სერიის შექმნის იდეაზე და როდესაც საქმე ეხებოდა ვისი ძეგლი იქნებოდა პირველი, ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვქონდა - სერ ალექს ფერგიუსონი."
სერ ალექსი სამჯერ გახდა ჩემპიონი "აბერდინთან" ერთად, ოთხჯერ მოიგო შოტლანდიის თასი, მაგრამ მისი მთავარი მიღწევა ითვლება მადრიდის "რეალზე" გამარჯვება 1983 წლის უეფას თასის მფლობელთა თასის ფინალში. იმავე წელს მან მოიგო უეფას სუპერთასი, დაამარცხა ევროპის თასის მფლობელი "ჰამბურგი".
ქანდაკება წელს გაიხსნება.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.