რაფაელ ვარანი 'მანჩესტერ იუნაიტედში" წელიწადში დაახლოებით 20 - მილიონ ფუნტს სტერლინგს მიიღებს ანაზღაურების სახით. მადრიდის "რეალს" სურდა შეენარჩუნებინა ფრანგი და მას კიდევ უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობდა, ვიდრე მას "წითელი ეშმაკები".
მიუხედავად ამისა მან ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში ამჯობინა, ამრიგად არშეიძლება ითქვას რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედში" ფულის გამო გადავიდა.
სულ მალე, კარანტინის დასრულების შემდეგ რაფაელ ვარანს ინგლისური გრანდი ოფიციალურ წარდგენას გაუკეთებს. შეგახსენებთ რომ ფრანგი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" რიგით მესამე შენაძენია.
აქამდე "გლეიზერების" კლუბმა მეკარე ტომ ჰიტონი და გერმანული დორტმუნდის "ბორუსიადან" ჯეიდონ სანჩო გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია Telegraph - მა გაავრცელა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.