ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა ცვლილებებზე, რომელიც მოხდება რაფაელ ვარანის მოსვლის შემდგომ შემადგენლობაში და ასევე მოგვაწოდა უახლესი ამბები ფილ ჯონსის აღდგენის შესახებ.
”რა თქმა უნდა, რაფაელის მოსვლასთან ერთად, ვფიქრობ, რომ აქსელი იჯარით წავა, რადგან ვარანი, მაგუაიერი, ლინდელოფი და ბაიი მყავს. პლუს ფილ ჯონსი ბრუნდება." - თქვა ოლემ. "ფილმა ვარჯიში უნდა დაიწყოს შაბათ - კვირის შემდეგ, როდესაც თითქმის ყველა ფეხბურთელი აქ იქნება, რაც მისთვის დიდი პლუსია."
”ჩემს კარიერაში მსგავსი პერიოდი მქონდა. ფილ არის პროფესიონალი და კარგი ბიჭი, ამიტომ სასიამოვნოა მისი ხელახალი ვარჯიშის მზადყოფნა. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება ფორმაში ჩადგომა, შემდეგ კი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. მას შეუძლია დაიწყოს მატჩი 23 წლამდე გუნდის შემადგენლობაში, ან ჩვენ მოვაწყობთ შეხვედრას მისთვის დახურულ კარს მიღმა, რადგან მე კარგად ვიცი რას გრძნობ როცა ამდენი ხნით ტოვებ გუნდს. მას უნდა დაუბრუნდეს თავის გზას. ”
"ფილი ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს კლუბს, მაგრამ მას ეს დრო სჭირდებოდა საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. საბედნიეროდ, ის ახლა მზად არის ჩვენთან ვარჯიშისთვის." - დაასრულა ნორვეგიელმა.