მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნიატედმა" ოფიციალურად დაადასტურა 28 წლის ფრანგის ტრანსფერი, რასაც სოც - მედიაში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერვიუს დროს ვარანის ტრანსფერს შეეხო "სიტის" ყოფილი მცველი დენი მილსი.
"არ დაგავიწყდეთ თუ რომელი ჩემპიონატიდან გადმოვიდა ის. ესპანეთში ყველაზე მეტი 6 რთული თამაშია ჩასატარებელი, პრემიერ ლიგაში კი ყველა ტური გამოცდაა. ასეთ ტემპს კი ვარანი მიჩვეული არ არის. არც ის იცის, თუ რას ნიშნავს სტრესის ქვეშ თამაში. ის ვერასდროს იქნება მანჩესტერისთვის ვირჯილ ვან დეიკი და ვერც დიაში."
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უბრალოდ კარგი ტრანსფერი განახორციელა" - დაასრულა ცისფრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" ვარანის გაფორმება 50 მილიონი ევრო დაუჯდა.