თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2013, 19:04
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 35
ერთი ხელის მოსმით დანგრეული ოცნების კოშკები
იმედგაცრუება - ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეესატყვისება იმ ატმოსფეროს , რაც იგრძნობოდა „ოლდ ტრაფორდზე“.
ერთი ხელის მოსმით დანგრეული ოცნების კოშკები
ძნელია თავი დააღწიო იმ აზრს , რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხა არა ცუდი თამაშის გამო , არამედ მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილების ხარჯზე. ჩემპიონთა ლიგის მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ ძალიან ამაღელვებელი იყო , მაგრამ მსაჯის ქმედებამ დაჩრდილა საფეხბურთო დღესასწაული. ეს საღამო ყველასათვის დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო , მაგრამ მან ბოლოს უსიამოვნო გრძნობა დატოვა.

„წითელი ეშმაკები“ დაწინაურდნენ მეორე ნახევრის დასაწყისში სერხიო რამოსის წყალობით და დომინირებდა მატჩში , სანამ მსაჯმა 57-ე წუთზე მოედნიდან გააძევა ლუიშ ნანი , რადგან მან უხეშად ითამაშა არბელოას წინააღმდეგ.ათი წუთიც არ იყო გასული როდესაც ლუკა მოდრიჩმა ანგარიში გაათანაბრა, სამი წუთის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ წერტილი დაუსვა მატჩს. გოლი მან არ აღნიშნა რადგან პატივი სცა „მანჩესტერ იუნაიტედს“ და სერ ალექს ფერგიუსონს.

იმედგაცრუება - ყველაზე მეტად ეს სიტყვა შეესატყვისება იმ ატმოსფეროს , რაც იგრძნობოდა „ოლდ ტრაფორდზე“. მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა სერ ალექსის გუნდმა მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

ატმოსფერო სტადიონზე ძალიან დაძაბული იყო. რაიან გიგზმა საერთოდ ფეხბურთში მე-1000-ე მატჩი ჩაატარა. კრიშტინუ რონალდუ ქომაგებმა თბილად მიიღეს. „წითელი ეშმაკების“ ლეგენდამ , ხელი დაიდო გულზე და მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს.

ერთი ხელის მოსმით დანგრეული ოცნების კოშკები


გასაგებია , რომ სერ ალექს ფერგიუსონი დიდებული ადამიანია , მაგრამ ამ მატჩმა მას უფრო წინ უბიძგა - გიგზის მე-1000-ე მატჩი არ იყო შემთხვევითი , გიგზმა მატჩი ღირსეულად ჩაატარა , იგი ფლანგიდან უტევდა სადაც კოენტრაო და რონალდო იდგნენ , გიგზმა თავის სამუშაოს თავი კარგად გაართვა , მან ოსტატურად აიცილა კოენტრაო ამიტომ მან აპლოდისმენტები დაიმსახურა.

რა თქმა უნდა , ბოსს არასოდეს ეშინია , მიიღოს ისეთი მკაცრი გადაწყვეტილებები , როგორიცაა მაგალითან უეინ რუნის არარსებობა. სამაგიეროდ , სერ ალექსმა ძლიერი ნახევარდაცვის ხაზი დააყენა , ბრწყინვალე მაიკლ კერიკი , ახალგაზრდული ენერგია ტომ კლევერლი და რაიან გიგზი, ხოლო შეტევაში მონაწილეობას იღებებდენ ნანი , რობინ ვან პერსი და დენი უელბეკი. ნათელია , რომ ეს მატჩი არ იყო შემთხვევითი 39 წლის ფეხბურთელს შეეძლო მისი იუბილე აღენიშნა „ნორვიჩთან“ მატჩში. სერ ალექს ფერგიუსონს სჯეროდა გიგზის.

ეს ულამაზესი და ამაღელვებელი მატჩი მსაჯის გადაწყვეტილებამ დაჩრდილა. მან ნანის წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ყოველ შემთხვევაში , ნანის გაძევება „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ დიდი დანაკლისი იყო. ბევრი თვლის , რომ „ნანი არ არის ისეთი ფეხბურთელი , რომ მას ამ მატჩში რამე გადაეწყვიტა“ ეს სისულელეა, უფრო მეტიც ეს უბრალოდ უცოდინრობაა. ესეთ მატჩში ერთი ფეხბურთელის გაძევებამ შეიძლება მატჩის ბედი სრულად შეცვალოს ესე მოხდა „ოლდ ტრაფორდზე“ მსაჯის არასამართლიანი გადაწყვეტილებით. რა უნდა ვთქვათ ? ჩემი აზრით როდესაც ესეთი მატჩის მთავარი არბიტრი ხარ , ესეთი მოვლენის მომსწრე ხარ , არ უნდა ჩაახშო მატჩი ესეთი წესების დარღვევის გამო , შეიძლებოდა სხვა გადაწყვეტილების მიღება ანუ ყვითელი ბარათი. ნანის მოქმედებით , რომ მიეღო ტრამვა არბელოას მაშინ ყველაფერი სამართლიანი იქნებოდა მაგრამ ეს უმნიშვნელო შეჯახება იყო და ყველაფერი ნათელი იყო , ნანის ეს განძრახ არ გაუკეთებია.

ერთი ხელის მოსმით დანგრეული ოცნების კოშკები


მსაჯისადმი უკმაყოფილება რიო ფერდინანდმაც გამოხატა , რის გამოც შეიძლება იგი დაისაჯოს.

ერთი ხელის მოსმით დანგრეული ოცნების კოშკები


„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველგვარ პატივისცემას იმსახურებს იმიტომ , რომ მათ ხელები არ ჩამოუშვეს და ბოლომდე განაგრძნობდნენ ბრძოლას.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შესანიშნავი სპექტაკლი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში და გულებში , თუმცა ამ ყველაფერს თან ახლავს უსამართლობის გრძნობა.
სიახლეები
35 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
6 მარტი 2013 14:46
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მგონი კარგი გამოვიდა. დიდი მოცულობის არ არის, როგორია ამ ფაქტის მერე რამეზე კომენტარი გააკეთო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: love united
6 მარტი 2013 14:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნანის გაძევების მერე პირველი რაფაელის გაგდება გამახსენდა ბაიერნთან...
0
№3
ავტორი: M . U . F . C
6 მარტი 2013 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 199
love united,
მეც ტო likeaboss არ იყო გასაგდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ - ალექს ფერგიუსონი: - კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე "
№4
ავტორი: Shako Jones
6 მარტი 2013 15:05
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოლ... გადავახიეთ ბურთი თავბზე უამრავი მომენტი გვქონდა უელბეკს ვან პერსის ბევრის გატანა შეეძლოთ ასევე ვიდიჩს ორჯერ მაგრამ რას იზამ ძმაო ასეა :))) პს სუდია ასეთი ცენზურა იყოს პირველად მესმის
0
№5
ავტორი: Esi
6 მარტი 2013 15:06
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ლუკა გიშრომია!

love united,
ჩემთვის ეს უფრო გულდასაწყვეტი იყო....:X
0
№6
ავტორი: Mpua_
6 მარტი 2013 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
როგორ გინდა ამ ცენზურას არ აგინო მაგის გამზრდელს ცენზურაიი!!! derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ like_ რა !
№7
ავტორი: Mike
6 მარტი 2013 15:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
არაუშავს ბიჭებო მთავარია გვიყვარს "იუნაიტედი" მთავარია, რომ ჩვენ რეალზე ძლიერები ვიყავით, მე კიდე შოკში ვარ მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ "იუნაიტედის" ყველა ბალეშიკი, ამაზე მძიმე პერიოდებიც გვქონია და იმედია ერთად გადავიტანთ
0
№8
ავტორი: Jubo
6 მარტი 2013 15:18
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ყოველთვის როცა ვინმე ცუდად იმსაჯებს ისჯება ფეხბურთელი ან მწვრთნელი რომელიც სიტყვიერად გააკრიტიკებს მსაჯს და მისი მუშაობის ხარისხს. და ეს დედა ცენზურა მსაჯები ხელშეუხებლები რატო არიან? ან რამე სანქცია, ან ჯარიმა არ ეკუთვნით? რატომ უნდა წყვეტდეს ასეთი დიდი მატჩის, ასეთი დიდი გუნდების ბედს ვიღაც თურქი ცენზურა :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: Vodafone
6 მარტი 2013 15:28
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გუშინ ერთ რაღაცაში დავრწმუნდი - მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ
0
№10
ავტორი: dachi_mu
6 მარტი 2013 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მსაჯის დედას ვტენეეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top