"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ფრანგები უახლოეს დღეებში მზად არიან ინგლისურ გრანდს პოლის თაობაზე ოფიციალურად მიმართონ. ინფორმაციას The Athletic - ი ავრცელებს.
საფრანგეთში ასევე განიხილება 28 - წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ერთი წლის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ იმ დროს ოგბა უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და შესაბამისად პარიზელებისთვის ტრანსფერი უფასოდ შედგება.
შეგახსენებთ, რომ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" 2016 წელს 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნდა. გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში მან 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება მის მონაგარს, ფრანგმა საკუთარ აქტივს 3 - გოლი და 5 - საგოლე გადაცემა შემატა.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.