"წითელი ეშმაკების" ბანაკში უახლესი კადრი გამოჩნდა რომელსაც ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი და მისი სკაუტები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უთვალთვალებენ.
საქმე ეხება პორტუგალიური "სპორტინგის" მარცხენა მცველს ნუნო მენდეშს. ინფორმაცია A Bola - ს მიერ იქნა გავრცელებული. "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მარცხენა მცველის პოზიციაზე საროტაციო ფეხბურთელი სურს.
შემადგენლობის ორივე მარცხენა მცველი ამ ეტაპზე ნორვეგიელი მენეჯერისთვის მიუწვდომელია. ალექს ტელეში ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო სექტემბრამდე იუქმებს.
რაც შეეხება ლუკ შოუს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელი საშვებულებო პერიოდით სარგებლობს, ხოლო დაბრუნების შემდეგ საჭიროა მას შემცვლელი ჰყავდეს მანამ სანამ ტელეში გუნდს დაუბრუნდება.
19 წლის მენდეშს "სპორტინგში" დებიუტი გასულ წელს ჰქონდა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა ძირითადში ადგილის დაკავებაც შეძლო.
გასულ სეზონში მან "სპორტინგის" მაისურით 35 - შეხვედრა ჩაატარა და გუნდს პირველად 19 - წლის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონობაში დაეხმარა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.