ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობის ცენტრალური მცველი აქსელ ტუანზებე ტრანსფერზე არ დადგება ის მომავალ სეზონში "წითელი ეშმაკების" რიგებში დარჩება.
გუნდის ხელმძღვანელობა არ გეგმავს 23 - წლის ფეხბურთელის გასხვისებას, რომლის მიმართ ინტერესიც პრემიერ ლიგის ბინადარმა კლუბმა "ნიუკასლმა" გამოხატა. - ინფორმაცია საკუთარ ტვიტერის გვერდზე ნიკოლო სკირმა გაავრცელა.
მეტიც, "ოლდ ტრაფორდზე" მიაჩნიათ, რომ ტუანზებემ კლუბთან ახალი გახანგრძლივებული ხელშეკრულება უნდა გააფორმოს. მიმდინარე კონტრაქტი აქსელს 2022 წლამდე აქვს გაფორმებული ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივების პუნქტით.
გასულ სეზონში ტუანზებემ პრემიერ ლიგის 9 - შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აღნიშნულ შეხვედრებში ფეხბურთელმა 2 - ყვითელი ბარათი მიიღო .
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.