მას შემდეგ რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ესპანეთიდან ცენტრალურიი მცველი რაფაელ ვარანი გაიფორმა, გუნდის კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ერიკ ბაიი გუნდში საკუთარი მდგომარეობის და მომავლის გარკვევას დაიწყებს.
ფრანგი უკანახაზელის მოსვლის შემდეგ ოლე გუნარის შემადგენლობაში ცენტრალური მცველების რაოდენობა იზრდება და არჩევანიც შესაბამისად ფართო იქნება.
"წითელი ეშმაკების" კოტ'დივუარელ მცველი შიშობს, რომ ვარანის მოსვლის შემდეგ მისი სათამაშო წუთები სულ უფრო მეტად შეიზღუდება. როდესაც მან ახალი კონტრაქტი გააფორმა, კლუბში არ ყოფილა საუბარი იმაზე რომ ის სათადარიგო სკამისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
ESPN - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ერიკ ბაიი გეგმავს სიტუაციის ოლე გუნარ სოლსკიაერთან გარკვევას და საკუთარ მომავალზე საუბარს, არ არის გამორიცხული, რომ 28 - წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დადგეს.
თავის მხრივ, სოლსკიაერს სურს მინიმუმ ოთხი ცენტრალური მცველის შენარჩუნება, იმის მოლოდინით, რომ ახალ სეზონში "წითელ ეშმაკებს" დაახლოებით 60 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.