"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო ბრძოლა "ლივერპულის" 16 წლის ფეხბურთელისთვის ეთან ენისისთვის, რომელიც შეუერთდება აკადემიის U18 გუნდს.
"ჩელსიმ" ასევე მოითხოვა ახალგაზრდა ფეხბურთელი და მას შემდეგ, რაც ენისმა მოინახულა ლურჯების საწვრთნელი ბაზა, მათი გულშემატკივრები დარწმუნდნენ, რომ ეთანი მათთან დარჩბოდა.
ამასთან, ფეხბურთელმა გუშინ ღამით გამოაქვეყნა შეტყობინება Instagram - ზე, სადაც მან განაცხადა, რომ იგი გახდა "იუნაიტედის" ფეხბურთელი: "მოხარული ვარ და ვაცხადებ, რომ კონტრაქტი გავაფორმე "მანჩესტერ იუნაიტედთან". ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მივიღე და მინდა რაც შეიძლება მალე დავიწყო".
ენისმა უარი თქვა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტის დადებაზე, რადგან მას სურს ახალი შესაძლებლობების მიღება და უფრო სერიოზული შანსი იყოს პირველ გუნდში.
ეთანი თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. მან გასულ სეზონში ითამაშა "ლივერპულის" U18 გუნდში და 8 მატჩში გაიტანა 5 გოლი, მათ შორის FA ახალგაზრდულ თასზე ჰეთ-თრიკი.