"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის ფილ ჯონსის დამატებს ეცდება.
ინგლისელი მოედანზე ტრავმის გამო უკვე 18 თვეა არ გამოჩენილა, მიუხედავად ამისა ფეხბურთელს კონტრაქტით 2023 წლამდე განსაზღვრული ვადა აქვს "იუნაიტედთან".
ანაზღაურების სახით ჯონსი კვირაში 100 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს. მიუხედავად ტრავმებისადმი ასეთი მიდრეკილებისა, "ჩაქუჩების" მენეჯერს ჯონსის შესაძლებლობების კვლავ სჯერა.
სპეციალისტი 29 - წლის ფეხბურთელს აძლევს შანსს საკუთარი კარიერის რეაბილიტირება მოახდინოს, ან ცენტრალურ მცველს აქვს მეორე ვარიანტი დარჩეს ოლე გუნარის შემადგენლობაში და იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.