ამჟამად უკვე ოფიციალურად, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
ფრანგმა ესპანურ გრანდში სტაბილურად 10 წელიწადი გაატარა, ამ ხნის მანძილზე მან თითქმის ყველაფრის მოგება შეძლო რაც შეიძლებოდა.
ახალი მიზნების და გამოწვევების დრო მოვიდა ამჯერად უკვე ინგლისში. საინტერესოა რომ რაფაელი "წითელი ეშმაკების" და ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის სამიზნე დასაბამიდან 2011 წელს გახლდათ.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა თუმცა საქმეში ზინედინ ზიდანი ჩაერია და ვარანმაც მადრიდული გრანდის ფორმა მოირგო.
ამის შესახებ საინტერესო ისტორიას იხსენებს პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო: "2011 წელი იყო, ჩემს ოთახში ვიყავი და ვისვენებდი, ამ დროს ჩემთან ზიდანი შემოვიდა და ხელში დივიდი დისკი ეჭირა, დისკზე ასახული იყო რაფაელ ვარანის ჩანაწერები და მისი ნიჭის დემონსტრირება, ამ დროს ვარანი თითქმის "იუნაიტედის" ფეხბურთელი ხდებოდა, თუმცა ამის შემდეგ ზინედინთან ერთად საქმეში ჩავერიეთ და ვარანი ჩვენ შემოგვიერთდა".