ფრანგი ფეხბურთელის პოლ პოგბას ირგვლივ სპეკულაციები არ წყდება. "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშის შესაძლო დარჩენა არდარჩენის საკითხი საგად გადაიქცა.
დღეს გავრცელებული ცნობით, ის შესაძლოა კლუბში კიდევ ერთი სეზონიტ დარჩეს, ვინაიდან და რადგანაც პოლს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს.
მეტიც, პოგბამ მიიღო გადაწყვტილება ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობაში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს. მისი აზრით, ინგლისური გრანდის დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით მისცემს მას არჩევანის უფრო მრავალფეროვან საშუალებას.
პოლის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი ამ ეტაპზე ფრანგული "პარი სენ ჟერმენია" რომელიც ამ მომენტისთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 - მილიონ ფუნტ სტერლინგს ჩამოდის. ფრანგი ასევე განიხილავს მადრიდის "რეალის" კანდიდატურას.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.