ევრო 2020 - ის ტურნირის დასრულების შემდეგ, მონაწილე ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებმა შესაბამისი საშვებულებო პერიოდი მიიღეს დასასვენებლად.
გამონაკლისი არ გახლდათ "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომლის პორტუგალიის ნაკრებიც აღნიშნულ ტურნირზე ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, მერვედფინალურ დაპირისპირებაში ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა.
დღეს უკვე ოფიციალურად ბრუნო კლუბშ დაბრუნდა და ფეხბურთელი სავარჯიშო სესიებს აქტიურად შეუერთდა. 26 - წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "წითელი ეშმაკების" მაისურით 58 - მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთადაღებული.
რაც შეეხება მის პირად აქტივს, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემადგენლობიდან, პრემიერ ლიგაში პორტუგალიელზე მეტად თავი არავის გამოუჩენია.
"მაგნიფიკომ" ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონში 18 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.