მადრიდის "რეალის" ამჟამად უკვე ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ვარანი სულ მცირე დროში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "წითელ ეშმაკებს" ოფიციალურად შეუერთდება.
ინგლისური კლუბი იუწყება, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ესპანეთიდან ვარანის ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურ სახე მიიღებს.
ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტზე ხელს მოაწერს, რის შემდეგაც "გლეიზერების" კლუბი ვარანს შესაბამისად წარუდგენს გულშემატკივრებს.
სატრანსფერო თანხას რაც შეეხება ამჟამინდელი ინფორმაციით ინგლისურმა გრანდმა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 50 - მილიონი ევრო გადაიხადა.