"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა დიდი ალბათობით ინგლისურ გრანდს დატოვებს. ESPN - ი წერს, რომ "წითელი ეშმაკების" ბანაკში მიაჩნიათ რომ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
იმ შემთხვევაში თუ ფრანგული კლუბი "პარი სენ ჟერმენი" ინგლისელებს ოფიციალური წინადადებით მიმართავს ოლე გუნარის გუნდის მენეჯმენტი მზად არის ფრანგებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.
პოგბას მიმდინარე კონტრაქტი 2022 -წლის ზაფხულში ეწურება რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ასევე მმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი არ დატოვა, მომავალ წელს "გლეზერების" "იუნაიტედს" მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.
როგორც ჩანს პოლს ახალი გამოწვევების მიღება და სამშობლოში დაბრუნება სურს. ამ ეტაპზე უცნობია სატრანსფერო ფასი.
ჭორები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.