როგორც უკვე პრესისგან დაანონსდა, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი წმენდა იგეგმება. კლუბი შესაძლოა დატოვოს ცენტრალური დაცვის ხაზის წევრმა ერიკ ბაიიმ. - იტყობინება ESPN.
ფეხბურთელი მზად არის საკუთარი მომავლის შესახებ კლუბში სამწვრთნელო შტაბს მოუსმინოს და მზად არის ასევე "ოლდ ტრაფორდი" დატოვოს.
მას სურს გაიგოს შედის თუ არა ნორვეგიელი მენეჯერის გეგმებში. მას ასევე სურს იცოდეს თუ რამდენ სათამაშო დროს მიიღებს მას შემდეგ რაც კლუბი ოფციალურად რაფაელ ვარანს გაიფორმებს.
მიმდინარე კონტრაქტით ბაიი "წითელ ეშმაკებთან" 2024 წლამდე არის დაკავშირებული. შეგახსენებთ რომ ერიკი ინგლისურ გრანდს 2016 წელს ესპანური "ვილიარეალიდან" შეუერთდა.
ჭორები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.