საგა რომელიც უკვე რამოდენიმე ხანია მადრიდის "რეალის" ფრანგი ფეხბურთელის რაფაელ ვარანის და ინგლისურ გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ ტრიალებს დასასრულს უახლოვდება.
"მანკუნიანელებმა" ცენტრალური მცველის ტრანსფერი 41 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაჩარხეს (48 მილიონი ევრო). 28 წლის უკანახაზელი "წითელ ეშმაკებთან" ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს კონტრაქტის ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებას.
მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მის ახალ კლუბშიუ კვირის ბოლომდე გაივლის. ინფორმაციის შესახებ ცნობილი გამოცემა Sky Sports - ი გვიყვება.
გავრცელდა ასევე რაფაელის წლიური ანაზღაურება "ოლდ ტრაფორდზე", ფეხბურთელი ყოველი სეზონის ბოლოს 12 მილიონ ევროს მიღებს.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.