"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი თვდამსხმელი ენტონი მარსიალი "მანჩესტერული" კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. კლუბი ფეხბურთელის გასხვისებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.
ახლახანს "ოლდ ტრაფორდზე" გერმანული დორტმუნდის "ბორუსიადან" ინგლისელი გარემარბი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ამის შემდეგ პრესა ავრცელებს ინფორმაციებს რომ თითქოს ენტონი მარსიალის დღეები ინგლისურ გრანდში დათვლილია. ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში თავდამსხმელი არარ შედის.
კლუბში ფრანგის გასხვისებაზე მუშაობა მიიმდინარეობს, ეს ხელს შეუწყობს ფინანსურ მოგებას რომელიც ჯეიდონ სანჩოსა და ახლა უკვე რაფაელ ვარანზე უნდა გადანაწილდეს სახელფასო განაკვეთის სახით.
შეგახსენებთ, რომ მარსიალის ანაზღაურება "იუნაიტედში" კვირაში 250 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფეხბურთელი "გლეიზერების" კლუბში 2015 წელს ფრანგული "მონაკო" - დან გადაბარგდა.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.