ესპანური "სევილიას" მცველი ჟიულ კუნდემ კარიერა შესაძლოა ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. ინფორმაციას Daily Mail - ი ავრცლებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გუნდის დაცვის ხაზის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობას ორი მცველის შეძენა სთხოვა.
ამჟამად "მანკუნიანელები" მოლაპარაკებებს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, რაფაელ ვარანის ტრანსფერზე თაობაზე აწარმოებენ. გარდა ამისა, ნორვეგიელ მწვრთნელს გუნდში კიდევ ერთი მცველის "სევილიას" ფეხბურთელის, ჟიულ კუნდეს ხილვა სურს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი "სევილიაში" ფრანგული "ბორდოდან" 2019- წელს 25- მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გასულ სეზონში, კუნდემ ყველა ტურნირში 34- მატჩი ჩაატარა, რომელშიც მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჭორები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.