"მანჩესტერ იუნაიტედი" დარწმუნებულია რომ მადრიდის რეალთან" არსებული მოლაპარაკებები რაფაელ ვარანის ტრანსფერის თაობაზე წარმატებით დასრულდება და ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდება.
ცენტრალური მცველის ტრანსფერი "მანკუნიანელების" მთავარი მწვრთნელისთვის ოლე გუნარ სოლსკიაერისთვის პრიორიტეტულია. ინგლისელები ყოველდღიური ნაბიჯებით უახლოვდებიან აღნიიშნულ ტრანსფერს.
ზოგიერთი სპორტული წყარო იმასაც წერს, რომ ვარანმა კონტრაქტის პირადი დეტალები უკვე შეათანხმა ინგლისურ გრანდთან, მოლაპარაკებები კი ორ კლუბს შორის წარმატებით სულ მალე დასრულდება.
ვარანის მიზანი "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობაა, სწორედ ამიტომ მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთელმა მის ამჟამინდელ კლუთან ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.