დიოგო დალოს ასპარეზობით კმაყოფილი "მილანი" მომდევნო სეზონში ფეხბურთელის კონტრაქტის სრულად შესყიდვას გეგმავდა. შეგახსენებთ, რომ დალო გასულ სეზონში იტალიელთა რიგებში არენდის წესით ასპარეზობდა.
მილანელებმა უარი განაცხადეს იმ მოთხოვნებს შესრულებაზე რაც მათ ფეხბურთელის ყიდვის შემთხვევაში მოუწევდათ ინგლისური გრანდისთვის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".
პრემიერ ლიგის გიგანტი იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 - იდან 6 მილიონ ევრომდე გადასახადს უსახელებს. "მილანი" შეეცდება თავად ფეხბურთელს გაესაუბროს.
იმ შემთხვევაში თუ დალოს სურვილებიც დაემთხვევა მათ სურვილებს მაშინ პაოლო მალდინი და მისი მენეჯმენტი "გლეიზერების" კლუბთან საერთო ენის გამონახვას ეცდება.