მიუხედავად იმისა რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელ ფეხბურთელს დენიელ ჯეიმსს მსურველებმა მიაკითხეს, "წითელი ეშმაკები" გარემარბის გაყიდვას არ გეგმავენ, მეტიც კლუბის მენეჯმენტი ჯეიმსს ახალ კონტრაქტს შესთვაზებს.
დენიელის გადაბირებას აქტიურად "ბრაიტონი" და მარსელო ბიელსას "ლიდსი" ცდილობენ. მიმდინარე კონტრაქტი ჯეიმსს მის ამჟამინდელ კლუბთან 2024 წლამდე აკავშირებს.
ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია რომ მარკუს რაშფორდის არყოფნის შემთხვევაში დიდ როლს მის ჩანაცვლებაში სწორედ უელსელი იტამაშებს.
შეგახსენებთ რომ სეზონის საწყის ეტაპს ინგლისელი თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ოპერაციის გამო გამოტოვებს რომელიც მან მხარზე უნდა ჩაიტაროს.