ახლო წარსულში ცნობილი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ენდი კოული ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯესი ლინგარდის თამაშს აფასებს და კმაყოფილებასაც გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის "იუნაიტედი" ამხანაგურ შეხვედრაში "ქპრს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშიით 4-2 დათმო. "წითელი ეშმაკების" მხრიდან ერთ-ერთი გოლი სწორედ ჯეს ლინგარდმა გაიტანა.
"ჯესიმ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის გუნდში მოტივაციით და ენთუზიაზმით დაბრუნდა. მას შეუძლია გოლის გატანა და მხოლოდ ამაში არ არის საქმე, ჯესის ამ ყველაფრის შესრულება შეუძლია.
ეს ყველაფერი კი გუნდში შეიძლება გადამდები გახდეს. ის თამაშის მიმდინარეობსას სწორ ზონებში მოძრაობს და მოთამაშეებს საკუთარ თავს სთავაზობს და მის შემდეგ არწევს მიზანს". - გნაცხადა დასასრულს კოულმა.