ფედერიკო მაკედას აგენტი ჯოვანი ბია ამბობს, რომ მისი კლიენტი დატოვებს ”მანჩესტერს” თუ უახლოეს მომავალში სერ ალექსი არ მისცემს შანსს იტალიელ ფორვარდს.
”არ შეიძლება ის იყოს გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშე, მას არ აძლევენ სათამაშო პრაქტიკას. ”იუნაიტედს” მართლაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს თავდასხმაში, ამიტომ ეს ფედერიკოს პრობლემაა. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ის ცუდ ფორმაშია, მაგრამ ეს ასე არ არის. მას თამაში სურს და თუ იანვრამდე ფედერიკო არ მიიღებს სათამაშო პრაქტიკას ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს.
უახლოეს მომავალში მე დაველაპარაკები ფერგიუსონს ამ თემაზე. სატრანსფერო ფანჯრის დროს ფედერიკოთი დაინტერესებულნი იყვნენ ესპანური და გერმანული კლუბები, თუმცა ”მანჩესტერმა” მაკედას შენარჩუნება გადაწყვიტა. იმედი მაქვს, რომ ხელმძღვანელობა შევა ჩვენს მდგომარეობაში და ნებას მისცემს ფედერიკოს, რომ დატოვოს კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. აზრი არ აქვს სათადარიგო სკამზე 21 წლის ფეხბურთელის ყოფნას” - ციტირებს აგენტის სიტყვებს ItaSportPress.