18 წლის ფრანგი საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელი იყო და ახლა მითუმეტეს, როცა მისი ფასი განახევრდა პანდემიის გამო.
კამავინგა რამდენჯერმე დაუკავშირეს "მანჩეტსტერ იუნაიტდეს", ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ "რენს" სოლსკიაერის მხარემ მიმართა 40 მილიონიანი წინადადებით. ასევე ბევრი იწერებოდა, რომ ის თანამემამულე პოლ პოგბას ჩაანაცვლებდა, თუმცა როგორც ირკვევა ედუარდოს სხვა გეგემები აქ.
Diario-ს ცნობით კამავინგას მხოლოდ "რეალში" სურს თამაში და ამისთვის მზად არის კიდევ 1 წელი დარჩეს "რენში" და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდეს ესპანეთში. მას არ ხიბლავს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში.
მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, "რეალის" პრიორიტეტულ სამიზნეს 18 წლის ფრანგი არ წარმოადგენს, თუმცა თავისუფალი აგენტის სტატუსის შემდეგ შესაძლოა ესპანელებმა პოზიცია შეიცვალონ.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.