მოლაპარაკებები მადრიდის "რეალსა" და ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის რაფაელ ვარანის თაობაზე დღეს დაიწყო.
ერთ ერთი ჟურნალისტი მოჰამედ ბუჰაფსი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს: ინგლისურ გრანდმა მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის საბოლოო სატრანსფერო ღირებულების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
აღნიშნული ჟურნალისტის თქმით, მომდევნო კვირა ამ ტრანსფერის განხორციელებისთვის და ყველაფრის საბოლოოდ გარკვევისთვის გადამწყვეტი იქნება.
გასულ სეზონში ვარანმა ლა ლიგაში 31 მატჩი ითამაშა. ცენტრალურმა მცველმა თავი ორი გოლითაც გამოიჩინა. ბევრი იწერება იმის შესახებ რომ რაფაელს მადრიდელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ის მოწოდებულია ამ ეტაპზე კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდეს.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.