"იუნაიტედის" ნახევარმცველმა ხუან მატამ მწვრთნელის ლიცენზიის მოპოვების პროცესი დაიწყო, წერს Manchester Evening News.
მატამ ცოტა ხნის წინ განაახლა კონტრაქტი კიდევ ერთი წლით და 2021-22 წლების სეზონი, სავარაუდოდ ბოლო იქნება პრემიერ ლიგაში 33 წლის ნახევარმცველისთვის.
"იუნაიტედმა" შესთავაზა ხუანს კლუბის ელჩად ყოფნა, როდესაც კონტრაქტის ვადა ამოეწურება და მატამ დაიწყო მწვრთნელის ლიცენზიისთვის მზადება, ისევე როგორც ვეტერანმა ნემანია მატიჩმა.
"რამდენიმე კურსი გავიარე, ახლა კი მენეჯმენტის კურსისა და საწყისი დონის მწვრთნელის სალიცენზიო კურსის გავლა დავიწყე", - თქვა მატამ. "როდესაც 30 წლის ხართ, მოთამაშეებმა უნდა დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგ."
"რა თქმა უნდა, მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო, რადგან ფეხბურთში თამაში სჯობს სხვა რამეს, მაგრამ თქვენ უნდა მოემზადოთ ამის დასასრულისთვის და უნდა გააკეთოთ რაღაც."
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.