სპორტული პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას წასვლის შემთხვევაში, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელ ნახევარმცველს ლეონ გორეცკას დამატებას შეეცდება.
ფრანგი ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინგლისური გრანდის მენეჯმენტს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს თუმცა ცალსახა პასუხი ცნობილი არ არის.
კონტრაქტი იწურება, იმ შემთხვევაში თუ "წითელმა ეშმაკებმა" პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ფრანგის გაშვება მომავალ წელს უფასოდ მოუწევთ.
თავის მხრივ კონტრაქტი ეწურება ოლე გუნარ სოლსკიაერის გერმანელ სამიზნესაც ლეონ გორეცკასაც რომელსაც მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ახალი ხელშეკრულების დადება ამ დრომდე გერმანიაშიც ვერ ხერხდება.