მიუხედავად იმ აჟიოტაჟისა რაც ბოლოდროინდელი პრესის ფურცლები მეტყველებენ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და პოლ პოგბას შორის მოლაპარაკებების შესახებ, საუბარი ახალი კონტრაქტის შესახებ კვლავ მიმდინარეობს.
"წითელი ეშმაკების" ნორვეგიელმა მენეჯერმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა აღნიშნულ ფაქტზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: "ამ მომენტისთვის ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
რაც შეეხება ჩემსა და პოლის შორის გამართული დიალოგის თემებს გეტყვით, რომ მასთან მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, თუ როგორ მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას. მისი მომავლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე არაფერი მაქვს სათქმელი". - განაცხადა დასასრულს ოლე გუნარმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენია". 28 - წლის ფეხბურთელს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება.