სპორტულ პრესას და ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა სულ მალე მაურისიო პოჩეტინოს "პარი სენ ჟერმენს" უნდა შეუერთდეს.
რას ფიქრობენ პარიზული გრანდის ფანატები? მათ პოგბას ტრანსფერი არ სურთ, მეტიც გულშემატკივრებმა "პარკ დე ფრენსზე" ბანერიც გამოფინეს სადაც წერია რომ ისინი ამ ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგნი არიან.
"პოგბა შენ უნდა მოუსმინო საკუთარ მშობელს, მას არ სურს რომ ამ კლუბში გადმოხვიდე, ამ ტრანსფერს ჩვენც ვეწინააღმდეგებით". - წერია ბანერზე - ინფორმაცია RMC Sport - მა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მის ამჟამინდელ კლუბთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.